კონტექსტი

ევროპაში ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ უკრაინაში, სამხრეთ კავკასიასა და დასავლეთ ბალკანეთში. ჩვენი მიზანია მოვძებნოთ ის არხები და შეხების წერტილები, რომლებიც საშუალებას მისცემს გაყოფილი საზოგადოებების წევრებს მეტად ენდონ ერთმანეთსა და ინსტიტუტებს ქვეყნებში, რომლებიც, ამავე დროს,  ცდილობენ გაუმკლავდნენ მოუგვარებელი კონფლიქტების გამოწვევებს.  

ჩვეულებრივი მოქალაქეების გამოცდილება ხშირად ართულებს კონფლიქტების მოგვარებას, რადგან

  • კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანების შეუთავსებელი აღქმები ზღუდავს სივრცეს, რომელიც საჭიროა ღია და გულწფრელი დისკუსიისა და საერთო ხედვის განვითარებისთვის;
  • მილიტარიზებული გამოყოფი ხაზები აშორიშორებს თემებს და აღვივებს მათში დაუცველობის განცდას, ხელს უშლის მათ შორის პირისპირ შეხვედრებს, გადაადგილებას და შემოსავლის წყაროების დაცვას;
  • ძალადობრივი კონფლიქტის უამრავი მსხვერპლი, მათ შორის იძულებით ადგილნაცვალი პირები, საომარი მოქმედებების მსხვერპლთა ოჯახები და ვეტერანები, ვერ ახერებენ საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციას და ხშირად ვერ იღებენ კუთვნილ დახმარებას ან კომპენსაციას;
  • უძლურების მტკივნეული შეგრძნება ინდივიდუალურ დონეზე, რომელიც თან სდევს რეგიონში ძლევამოსილ აქტორებს შორის კონკურენციას, აბრკოლებს მოქალაქეთა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში.

რას ვაკეთებთ ადგილობრივ დონეზე

ხელს ვუწყობთ ადგილობრივ ხელისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სათემო დონეზე შესაბამისი უნარების განვითარებით, რათა მათ შეძლონ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების ამოცნობა და მათზე რეაგირება შერიგებაზე ორიენტირებული გზებით.

რას ვაკეთებთ ეროვნულ დონეზე

დიალოგში ვიწვევთ გადაწყვეტილების მიმღებებს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ და ვუზიარებთ ესკალაციის სხვადასხვა დონეზე კონფლიქტების მართვის სფეროში დაგროვილ საერთაშორისო გამოცდილებას

რას ვაკეთებთ საერთაშორისო დონეზე

  • ადვოკატირებას ვუწევთ კონფლიქტის მიმართ სენსიტიური მიდგომებისა და სამშვიდობო პროცესების ინტეგრირებას საერთაშორისო აქტორების მიერ მხარდაჭერილ ინტერვენციებში
  • რეგიონში მოქმედ აქტორებს ვუზიარებთ გამოცდილებას და მტკიცებულებებს, რაც გამოადგებათ საერთაშორისო მიდგომების შემუშავებაში