ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

 „ინიციატივა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის“ (PCi) წარმოდგენს დამოუკიდებელ, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მიზნია დაეხმაროს საზგადოებებს ფართომასშტაბიანი ცვლილებების მართვაში არაძალადობრივი და მშვიდობიანი საშუალებებით, რომლებიც ეფუძნება ხანგრძლივი მშვიდობის მხარდამჭერ მექანიზმებსა და ურთიერთობებს.

ცვლილება ნებისმიერ საზოგადოებაში ყოველ დღე ხდება და ამ პროცესში სხვადასხვა ინტერესები, მიზანსწრაფვები და პერსპექტივები ერთვება საზოგადოების ორგანიზებისა და რესურსების განაწილების „სწორი“ ან „საუკეთესო“ გზების ძიების ირგვლივ. შესაბამისად, ცვლილება, თითქმის გარდაუვლად, ყოველთვის იწვევს კონფლიქტს. კონფლიქტები ჩნდება მაშინ, როდესაც ადმიანებს აქვთ, ან ფიქრობენ, რომ აქვთ განსხვავებული შეხედულებები, ინტერესები და საჭიროებები. თუმცა, ყველა საზოგადოებაში არ არსებობს მედეგი მექანიზმები და ურთიერთობები, რომლებიც ყველა ჯგუფისთვის მისაღებად მოაგვარებდნენ წარმოქმნილ კონფლიქტებს. საზოგადოების შიგნით ცვლილებების მართვის არაადეკვატურმა პროცესებმა შესაძლებელია ადამიანებს ხელი ააღებინოს მშვიდობიან გზებზე და მათ საკუთარი მიზნის მისაღწევად ძალადობრივი ხერხები არჩიონ.

ორგანიზაციის საქმიანობას წვლილი შეაქვს ძალადობის შემცირებასა  და ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი საზოგადოებების გაძლიერებაში, რათა მათ შეძლონ კავშირების შენარჩუნება, განმტკიცება და მონაწილეობა განვითარების პროცესში.

მისია

PCi-ს საქმიანობა ემსახურება ძალადობრივი კონფლიქტის ციკლის შეწყვეტას და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდამჭერი ინსტიტუტებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ხედვა

სამყარო, სადაც ფუნდამენტური ცვლილებების პროცესში მყოფი საზოგადოებები მართავენ კონფლიქტებს არა ძალადობრივი საშუალებებით, არამედ ინკლუზიური მიდგომების, დიალოგისა და თანამშრომლობის მეშვეობით.

ჩვენი ფასეულობები

ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა საქმიანობამ რეალურად შეცვალოს ძალადობრივი კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისა და საზოგადოებების ცხოვრება. ჩვენი საქმიანობა, განურჩევლად იმისა, თუ ვისთან ვმუშაობთ – იქნება ეს,  თემები, პარტნიორები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ დონორები, ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს:

კეთილსინდისიერება: ჩვენ ვასრულებთ მხოლოდ იმ საქმეს, რომელიც ეფუძნება სიღრიმისეულ ანალიზს და რომლის შესასრულებლადაც გაგავაჩნია საკმარისი გამოცდილება და უნარი. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ჩვენი საქმიანობის შესახებ და არ გავურბივართ ანგარიშვალდებულებას ჩვენი ყველა პარტნიორის წინაშე.

მედეგობა: ჩვენ ვმუშაობთ კონფლიქტის ყველა ეტაპზე. ძალადობის კულმინაციის დროსაც კი, ჩვენ ვოპოულობთ გზებს, რათა ვიმუშაოთ დაუცველობისა და კონფლიქტის გამომწვევი ფაქტორების გასაუვნებელსაყოფად და ადგილობრივ მოსახლეობაში დაცულობის გრძნობის ასამაღლებლად კონფლიქტის მიმართ მგრძნობიარე მეთოდებით. ჩვენს პარტნიორებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ორგანიზაციის მედეგობის უზურნველყოფაში.

თანაგრძნობა: ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ვუსმინოთ, ვეცადოთ გავიგოთ სხვა ადამიანების პერსპექტივა და ვიფიქროთ განსხვავებულ შეხედულებებზე მაშინაც კი, როდესაც ამ ადამიანებსა და შეხედულებებს არ ვეთანხმებით. ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის ღირსებას და ვაღიარებთ, რომ თითოუელ ჩვენგანს აქვს უნარი წვლილი შეიტანოს კონფლიქტის ტრანსფორმაციაში.

ინკლუზიურობა: ჩვენ ვმუშაობთ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად აქტორთა რაც შეიძლება მრავალფეროვან სპექტრთან, კონფლიქტების მართვის უფრო ეფექტიანი მექანიზმების განვითარების მიზნით. ჩვენი ძალისხმევა ასევე მიმართულია ისეთი აქტორების ჩართვისკენ, რომლებიც, როგორც წესი, იშვიათად მონაწილეობენ მშვიდობის შენების ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებში.

ინოვაციურობა: ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი მეთოდოლოგიები და შევიმუშავოთ კრეატიული მიდგომები მშვიდობის შენების მიმართულებით. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა სხვა აქტორებს, რაც, იმედი გვაქვს, დაეხმარება აქტორთა ფართო წრეს მხარი დაუჭირონ მშვიდობიან ცვლილებებს და უზრუნველყონ პლატფორმა სამშვიდობო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის მათი იდეების განსახორციელებლად.

Search Content