ავტორი: Alex Williams

კოვიდ-19-ის გავლენა სამეგრელოს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში

კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის შედეგად დამდგარი ახალი რეალობა მწვავედ შეეხო მსოფლიოს მთელ მოსახლეობას, ხოლო განსაკუთრებით მძიმე ტვირთად დაუცველი ჯგუფებისთვის იქცა.

წინამდებარე ანგარიში სწორედ იმ კვლევის მიგნებებს წარმოგვიდგენს, რომელიც საქართველოს სამი რეგიონის – შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელოს განსაკუთრებით დაუცველ 10 თემში კოვიდ-19-ის შედეგად წარმოქმნილ სიტუაციას და მოწყვლადობას ეხება.

ანგარიშში განხილულია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც

უკავშირდება მოსახლეობის ინფორმირებულობას კოვიდ-19-თან

დაკავშირებულ საკითხებზე, განათლებას, მოსახლეობის ეკონომიკურ

მდგომარეობას და სურსათსა და პირველადი მოხმარების

პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას, ჯანდაცვასა და სხვა მნიშვნელოვან

საკითხებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომებისა და სხვადასხვა აქტორების მიერ განხორციელებული ინტერვენციების ეფექტიანობის აღქმას ადგილობრივ მოსახლეობაში.

ანგარიში და განსაკუთრებით მასში მოცემული რეკომენდაციები, განკუთვნილია როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც შესწევთ უნარი დახმარება აღმოუჩინონ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარლდენენ გლობალური პანდემიით.

კვლევა ჩატარდა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით.

ანგარიშისთვის დააჭირეთ აქ

„ინიციატივა მშვიდობიანი ცვლილებებისთვს“ ეხმარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ დაუცველ თემებს, გაუმკლავდნენ კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგებს

კოვიდ-19-ის შედეგად კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ის პრობლემები, რომლებთანაც გამკლავება უწევთ დაუცველ თემებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში, თემებმა, რომლებიც ურბანული ცენტრებდან მოშორებით ცხოვრობენ, მოძებნეს გზა საკუთარი ძალებით გამკლავებოდნენ ამ პრობლემებს, რომლებიც ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მწვავეა, მაგალითად, კონფლიქტით დაზარალებული თემების შემთხვევაში. პადემიის შედეგების შესამსუბუქებლად მიღებული ზომებიც მძიმე ტვირთად აწევს ოჯახებს და სასისოცხლო ძალას აცლის ადგილზე არსებულ გამკლავების მექანიზმებს. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვამ შედეგად პირველადი მოხმარების ნივთებისა და სურსათის ნაკლებობა გამოიწვია. გარდა ამისა, წყლის დეფიციტის გამო, გაძნელდა ჰიგიენური სტანდარტების დაცვა ხოლო, გადაწვყეტილებების მიმღებებსა და მოსახლეობას შორის არსებული მანძილის გამო, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მექანიზმების ეფექტიანობა. „ინიციატივა მშვიდობიანი ცვლილეებისთვის“ პარტნიორ ორგანიზაცებთან ერთად ეხმარება ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სათემო სკოლებს გაუმკლავდნენ გამოწვევებს, უკეთ მოემზადნონ კოვიდ-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად და მობილიზდნენ ადგილობრივი პრობლემების დასაძლევად.